ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის კვიპროსის თავმჯდომარეობის ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მწვანე შუქი აუნთეს.
„ახლა ეს ევროკავშირის საბჭოს მიერ საბოლოო დამტკიცებისთვის წერილობით პროცედურას გაივლის“, - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა.
ევროკავშირის ელჩების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების ოფიციალური პროცედურა ხვალ შუადღისას დასრულდება.