„დღეს მოწმედ წარმოდგენილი იყო დაზარალებული, რომელსაც უშუალოდ რეზინის ტყვიის გამოყენების შედეგად აქვს დაზიანება მიღებული, შესაბამისად, მოწმის ამ ჩვენებას ფიზიკურად ვერ ექნება რაიმე კავშირი გიორგი გახარიას ბრალეულობასთან მარტივი მიზეზის გამო, რომ არ დასტურდება, თითქოს გიორგი გახარიამ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება. შესაბამისად, ამ ბატონს რა ზიანიც მიადგა, კავშირში ვერ ექნება ბრალთან, რომელიც პროკურატურას აქვს შეთითხნილი.
1060 მოწმე ჰყავს ბრალდების მხარეს გამოსაკითხთა სიაში. დაასახელონ ერთი მოწმე ან მტკიცებულება, რომელიც გიორგი გახარიას ამხელს, რომ მან ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება დააორგანიზა. ასეთი მტკიცებულება არ არსებობს.
1060 მოწმეა და თვეში ერთხელ ინიშნება სასამართლო სხდომები. რამდენი ათეული წელი დასჭირდება ამ სისხლის სამართლის საქმის დასრულებას?“ - „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ
ბერდია სიჭინავა - 20 ივნისის საქმეზე ბრალდების მხარეს 1060 მოწმე ჰყავს და თვეში ერთხელ ინიშნება პროცესები, რამდენი ათეული წელი დასჭირდება საქმის დასრულებას?
1 საათის წინ
კატეგორიები:
პოლიტიკა
პოსტი ნახა: 16
წინა ახალი ამბავი
📍ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს მხარი დაუჭირეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ევროკავშირის საბჭოს კვიპროსის თავმჯდომარეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემდეგი ახალი ამბავი
🔴 მოლდოველ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მსგავსი სიახლეები
19-04-2026 21:44