თეირანთან ახლოს, სავაჭრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 41 დაშავდა, - ინფორმაციას Iran International-ი შაჰრიარის ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის თქმით, ხანძარი თეირანის დასავლეთით, ქალაქ ანდიშეში გაჩნდა, სადაც 250-ზე მეტი კომერციული და 50 საოფისე ფართია განთავსებული.