ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს.

11 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 75

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში ბლოკი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხსაც დააყენებს.

კვიპროსში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს, ჟურნალისტის კითხვაზე, მოლაპარაკებების შემთხვევაში რა იქნება შინაარსობრივი ნაწილის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები, კალასმა უპასუხა:

„ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინე, სადაც ჩამოვთვალე ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შევძელი - დაწყებული რუსეთის მხრიდან იმ საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემით, რომლებითაც რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, არ დაესხას თავს მეზობლებს და პატივი სცეს მათ სუვერენიტეტს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ასახავს იმ დათმობებს, რასაც უკრაინისგან ითხოვდნენ - მაგალითად, შეიარაღებული ძალების შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუ ეს შეთანხმებაში აისახება, გარკვეული ვალდებულებები რუსეთსაც უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ფართო შეშფოთების საკითხებიც. თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“, - განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, ეს მაქსიმალისტური მიდგომაა, მაგრამ ასეთივეა რუსეთის მიდგომაც, რომელიც მაქსიმალისტურ პრეტენზიებს აყენებს.

ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში გაცილებით მეტი პოლიციელი მონაწილეობდა, ვიდრე დაკავებულები არიან.   პაპუნა ლოცულაშვილზე 10-მდე პირი ძალადობდა, 6 პოლიციელის დაკავება არაა საკმარისი - მუხლი აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა წაუყენონ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ბატონო შალვა! დიდი იმედი მქონდა, რომ დღევანდელ დღეს გუშინ, გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდით, როდესაც სისტემა გახდა ანგარიშსწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული, კანონმორჩილი ადამიანის დასასჯელად! - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა. ხორგუანის განცხადებით, პაპუაშვილი თავად უნდა ყოფილიყო პოლიციელთა ძალადობის თემის განხილვის ინიციატორი.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე