ირანის სამხედრო ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურის, ალი აბდოლაჰის განცხადებით, აშშ-ის ან სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში შევლენ.  ალი აბდოლაჰიმ ხაზი გაუსვა, რომ ირანული ძალები „მკაცრად უპასუხებენ“ ნებისმიერ საფრთხეს და კომერციულ გემებსა და ნავთობტანკერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან ირანის სამხედროებთან კოორდინაციის გარეშე.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 41

ირანის სამხედრო ძალების გაერთიანებული სარდლობის მეთაურის, ალი აბდოლაჰის განცხადებით, აშშ-ის ან სხვა ნებისმიერი უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეში შევლენ.

ალი აბდოლაჰიმ ხაზი გაუსვა, რომ ირანული ძალები „მკაცრად უპასუხებენ“ ნებისმიერ საფრთხეს და კომერციულ გემებსა და ნავთობტანკერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ნებისმიერი გადაადგილებისგან ირანის სამხედროებთან კოორდინაციის გარეშე.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება ჩვენს ხელშია და რომ გემების უსაფრთხო გავლა შეიარაღებულ ძალებთან უნდა იყოს კოორდინირებული. ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერ უცხოურ შეიარაღებულ ძალაზე, განსაკუთრებით აგრესიულ აშშ-ის არმიაზე, თავდასხმა განხორციელდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტესთან მიახლოებას და სრუტეში შესვლას დააპირებენ“, - აღნიშნა ალი აბდოლაჰიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დღეიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას დაიწყებს. მისი მტკიცებით, „ქვეყნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის დავაში“, სთხოვა აშშ-ს გაეთავისუფლებინა გემები, რომლებიც სრუტეში არიან „ჩაკეტილი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ოპერაციას „პროექტი თავისუფლება“ უწოდა და განაცხადა, რომ უ პროცესში ჩარევა მოხდება, ამ ჩარევას ძალით უპასუხებენ. „თუ რაიმე ფორმით ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა მოხდება, სამწუხაროდ, ამ ჩარევაზე ძალისმიერი რეაგირება მოგვიწევს“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, მათი ძალები 4 მაისს „პროექტ თავისუფლების“ მხარდაჭერას დაიწყებენ. ოპერაციაში 15 000 პერსონალი, მართვადი რაკეტების გამანადგურებლები და 100-ზე მეტი თვითმფრინავი დაუჭერს მხარს.

ვასო ურუშაძე - თბილისში, ყოველდღიურად 1000-1100 ადამიანს აჯარიმებენ, რაც წელიწადში 400 000 პირია - 20 მილიონის შემოსავალი, რომელიც ბიუჯეტში ხვდება, უმეტესად იფლანგება და კახა კალაძის კეთილდღეობასა და კორუფციულ ინტერესებს ხმარდება
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე