ტელეკომპანია „თრიალეთი“ აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე!
გსურს იმუშაო ტელევიზიაში და შენი ხმა გააგონო შიდა ქართლსა და მთელ საქართველოს? ეს შანსი შენთვისაა — შემოგვიერთდი! ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ ადამიანებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა იქნება:
- საინფორმაციო პროგრამებისთვის სიუჟეტების მომზადება;
- სხვადასხვა გადაცემების მომზადება ან თოქ-შოუების წაყვანა;
- მონაწილეობა ტელეკომპანიის სარედაქციო და კრეატიულ პროცესებში.
მიიღებიან ნებისმიერი განათლების მქონე დაინტერესებული პირები. სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — შესაძლებელია ტელევიზიაში გაიაროთ ერთთვიანი პრაქტიკა და მიიღოთ საჭირო უნარები უშუალოდ სამუშაო გარემოში.
გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 599 21 13 31
სამუშაო ადგილი: ქ. გორი, ჟავჭავაძის ქ. #45.
შემოუერთდით “თრიალეთის” გუნდს!