რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი წამოწყებისთვის, რომელიც წარმატებით დასრულდება. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. ამ დროს თქვენი ერთადერთი სუსტი წერტილი ჯანმრთელობაა — დღეს ისე დაუცველი ხართ, როგორც არასდროს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დაავადების პირველი სიმპტომებისთანავე ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.
კურო
ამ დღეს შეიძლება არასასურველმა გარემოებამ ან ვიღაცის ბოროტმა განზრახვამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მოერიდეთ ღალატს არა მხოლოდ საქმეში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. ბევრი კურო ამ დღეს სიყვარულის ახსნას მოისმენს და ოჯახის შექმნის შეთავაზებას მიიღებს. სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა მტკიცე და ხანგრძლივ ქორწინებაში გადაიზრდება.
ტყუპები
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ. ტყუპ-კაცებს ძველ მეგობრებთან შეხვედრა ელით. დროს წარსულის მოგონებებში შესანიშნავად გაატარებთ. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება ხელსაყრელი გარიგება ჩაიშალოს ან ფინანსური დანაკარგი განიცადოთ. ფრთხილად იყავით, ნუ გაანდობთ საკუთარ გეგმებს ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. დღეს არახელსაყრელია ოქროს სამკაულის შეძენისთვის — თუ იყიდით, დიდი ალბათობით, დაკარგავთ.
კირჩხიბი
ამ დღეს მოულოდნელად სევდა შეგიპყრობთ. ეცადეთ, ამ მდგომარეობიდან მალე გამოხვიდეთ. ეცადეთ, ფიზიკური დატვირთვისთვის დრო გამონახოთ: წადით სპორტდარბაზში, აუზში იცურეთ და როცა ენერგია დაგიბრუნდებათ შედეგს იგრძნობთ. მარტოხელა კირჩხიბებს დიდი ალბათობით, სასიამოვნო პაემანი ელით. თქვენი ურთიერთობა ამით არ დასრულდება — წინ ხანგრძლივი და ვნებით სავსე რომანია.
ლომი
ხელსაყრელი დღეა საქმიანობის სფეროს შეცვლისთვის. მოსალოდნელია დაუგეგმავი ფინანსური შემოსავალი. შესაძლოა იქიდან მიიღოთ, საიდანაც სარგებელს აღარ ელოდით. ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სიტუაციის მიხედვით ტაქტიკის შეცვლა უნდა ისწავლოთ და ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ შემობრუნდება. ნათესავებთან ურთიერთობაში მოულოდნელად წარმოშობილი პრობლემები დიდ ხარჯებს გამოიწვევს.
ქალწული
ქალწულებისთვის უფერული დღეა. ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებიც კი უშედეგოდ ჩაივლის, ამიტომ ასეთი საქმე სამომავლოდ გადადეთ. თავი აარიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს და საღამო სახლში გაატარეთ. პირად ცხოვრებაში სირთულეები გელით — თუ ამჩნევთ, რომ ყოველ წვრილმანზე ღიზიანდებით და საყვარელ ადამიანთან საერთო ენას ვერ პოულობთ, სცადეთ გულწრფელი საუბარი — ამით სიტუაცია დამშვიდდება.
სასწორი
ამ დღეს თქვენ წინაშე ფართო შესაძლებლობები გაჩნდება. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ყველა წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებთ. პროფესიული საქმიანობაში მიზნის მისაღწევად და სასურველი შედეგის მისაღებად ძალიან ბევრი შრომა მოგიწევთ.
მორიელი
ახალი წამოწყებებისთვის ხელსაყრელი დღეა. მამაკაცებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი უნარები გამოავლინონ და ჩანაფიქრი განახორციელონ. პირად ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები გელით. ქალებს შესაძლოა პარტნიორთან დაშორება მოუხდეთ, თუმცა ამაში ბრალი სწორედ პარტნიორს მიუძღვის. ნუ მოიწყენთ — ეს თქვენი ადამიანი არ იყო. თუ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი საქმე დაიწყოთ, დღევანდელი დღე ამისთვის საუკეთესოა.
მშვილდოსანი
ამ დღეს მხოლოდ ისეთი საქმე უნდა აკეთოთ, რომელშიც კარგად ერკვევით. ფრთხილად იყავით — ზედმეტი თავდაჯერების გამო შეიძლება ტრავმა მიიღოთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი სითბო და მზრუნველობა აჩუქოთ. უბრალო ჩახუტებით ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება შეიძლება. დაგეგმეთ ერთად მოგზაურობა — ერთად გატარებული დრო კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ყურადღება უნდა მიაქციოს ნიშნებს, რომლებიც პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება.
თხის რქა
თქვენმა უხეშობამ და კონფლიქტურობამ შეიძლება კოლეგასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. სამსახურში სავარაუდოდ, ვალდებულებები დაგემატებათ და ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ. გირჩევთ, საღამო პირადი პრობლემის მოგვარებასა და სულიერ განვითარებას დაუთმოთ. სიზმარი, რომელსაც ამ დღის დადგომისას ნახავთ, მალე ასრულდება.
მერწყული
თქვენი დღევანდელი უყურადღებობა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ხელს შეუშლის, ამიტომ ეს საქმე რამდენიმე დღით უნდა გადადოთ. სასურველია, რომ თავისუფალი დრო მთლიანად ოჯახს დაუთმოთ. თუ შესაძლებელია, ქალაქგარეთ, ბუნებაში ან ახლომდებარე პარკში მაინც გაისეირნეთ — ახლა სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა ყველაზე მეტად გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა მსხვილი შესყიდვებისა და კომერციული გარიგებებისთვის. ფრთხილად იყავით — ვიღაცა თქვენს მოტყუებას ცდილობს და ამის შანსი არ უნდა მისცეთ.
თევზები
არასტაბილური დღეა — თქვენი განწყობა ერთი უკიდურესობიდან მეორემდე მერყეობს. ძალისხმევის მიუხედავად, წინააღმდეგობის გადალახვას ვერ შეძლებთ. გირჩევთ, საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ, მით უმეტეს, თუ დარწმუნებული არ ხართ. გაითვალისწინეთ, რომ განწყობის ცვლილება და თავის ტკივილი გადაღლაზე მიანიშნებს, ამიტომ ეცადეთ, სახლში დარჩეთ და კარგად გამოიძინოთ. შეინარჩუნეთ თავშეკავება და ცდუნებებს ნუ აჰყვებით. საქმიანი შეხვედრები სჯობს, სხვა დღისთვის გადადოთ.