17 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

17 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

2 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 85

7 სექტემბერს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის მიმართულებით მოძრაობა 17 სექტემბრის 12:00სთ-იდან 20:00სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის შეიზღუდება.

“საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე, მეკლდეურების მეშვეობით ხორციელდება მთის ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები. რის გამოც, 2025 წლის 17 სექტემბრის 12:00სთ-დან 20:00სთ-მდე თბილისის მიმართულებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჩაკეტვის პერიოდში:

სენაკი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით.

მცხეთიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე, ხოლო შემდგომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე