26 ივნისს იმერეთში მომხდარი საშინელი ტრაგედიის დეტალები, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დავით არშილავა და ორი არასრულწლოვანი ბავშვი დაიღუპა

26 ივნისს იმერეთში მომხდარი საშინელი ტრაგედიის დეტალები, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დავით არშილავა და ორი არასრულწლოვანი ბავშვი დაიღუპა

18 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 575

სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. ავა­რი­ას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ვით არ­ში­ლა­ვა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ემსხვერ­პლა, ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის დედა. ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ სამი მო­ზარ­დი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა.

შემ­თხვე­ვა 26 ივ­ნისს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თვრი­ნი-ალა­ვერ­დის პე­რი­მეტრზე მოხ­და. ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ორი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­სა­მე კი გუ­შინ –კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ბავ­შვე­ბის დედა ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძე.

"ჩვე­ნი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია დათო აბ­ში­ლა­ვა, ის სო­ფელ ობ­ჩა­ში ცხოვ­რობ­და. 39 წლის იყო, კარ­გი ადა­მი­ა­ნი. რო­გორც ვიცი, და­თოს მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე დღის ნა­ყი­დი ჰქონ­და და ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნაც გა­უ­მარ­თა­ვი იყოო. "კორ­სას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ობ­დნენ, სა­ჭეს­თან დათო მჯდა­რა, მან­ქა­ნას წინა სა­ვარ­ძელ­ში მისი მე­უღ­ლე, ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძე და ცი­რას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. და­თოს ეს გოგო ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და ცო­ლად, 6 თვეა, რო­გორც ვიცი, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი მისი მე­უღ­ლის შვი­ლე­ბი არი­ან. გოგო აჭა­რე­ლია. მან­ქა­ნა­ში უკან კი­დევ მჯდა­რა სამი ბავ­შვი და მი­დი­ოდ­ნენ მან­ქა­ნით ყვე­ლა­ნი ობ­ჩა­დან ხა­რა­გა­ულ­ში, და­თოს დას­თან.

ერთი ბავ­შვი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე - კლი­ნი­კა­ში

 

დის­შვი­ლი მიჰ­ყავ­დათ თურ­მე და ამ დროს მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ავა­რია. ის სამი ბავ­შვი, რო­მე­ლიც უკან ის­ხდნენ მან­ქა­ნა­ში, გა­დარ­ჩნენ, კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ამ­ბობ­დნენ სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირ­თო. არ ვიცი რა გახ­და ავა­რი­ის მი­ზე­ზი. ჩემი ძმა­კა­ცი არის იქი­დან და ავა­რი­ის შემ­დეგ მი­სუ­ლა იქ, მი­თხრა მსგავ­სი სა­ში­ნე­ლი ავა­რია არ მი­ნა­ხავ­სო, ისე იყო ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი გავ­გიჟ­დიო. თვი­ნი ალა­ვერ­დის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და ეს ავა­რია. რო­გორც ვიცი, ტაქ­სის და­ე­ჯა­ხა. ტაქ­სის მძღო­ლი ამ­ბობს, რომ შევ­ხე­დე მივ­ხვდი, მე­ჯა­ხე­ბო­და და მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­წიე მან­ქა­ნა, გა­ვა­ჩე­რე და გა­და­ვე­დიო, ჯერ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხაო და მერე ხეს შე­ე­ჯა­ხაო.

სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი მოხ­და, ერთი ბავ­შვი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იქვე ამ­ბობ­დნენ ექი­მე­ბი, ტყუ­ი­ლად ვაწ­ვა­ლებთ, ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს ვერ გა­დარ­ჩე­ბაო. იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბავ­შვი. და­თოს­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო. მას ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ბიჭი, ისი­ნი მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ.

თვი­თონ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, შრო­მობ­და, ლა­ვა­შებს აცხობ­და. ღმერ­თის წყა­ლო­ბით სხვა ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნა ისეა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, იქ გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის დედა გა­დარ­ჩა, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და და ორი დღე კო­მა­ში იყო. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცი­ე­ბი და გა­დარ­ჩე­ბაო. რო­გორც გა­ვი­გე, ად­გილ­ზე რომ გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი ის ექ­სპერ­ტი­ზი­დან წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბის მა­მამ და დაკ­რძა­ლა. მე­ო­რე გუ­შინ და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ვი­გე, ეს გოგო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო და ამი­ტომ გა­შორ­და პირ­ველ მე­უღ­ლეს, ამ­ბო­ბენ ყო­ფი­ლი ქმა­რი ცი­ხე­შიც იჯდა ძა­ლა­დო­ბის­თვი­სო. აქ ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და. დათო არ­ში­ლა­ვა გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. ავა­რი­ის მი­ზე­ზი არ ვიცი. ამას პო­ლი­ცია და­ად­გენს. რო­გორც ვიცი ორ­კა­რი­ა­ნი "კორ­სა~, რო­მელ­საც მარ­თავ­და დათო, ეს მან­ქა­ნაც გა­უ­მარ­თა­ვი იყო. სულ სამი დღის ნა­ყი­დი ჰქონ­და და­თოს" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძის დის ქმარს, ხვი­ჩა ჩა­გა­ლი­ძეს. მისი თქმით, მან­ქა­ნა­ში მისი ორი ტყუ­პი გო­გო­ნა იჯდა იმ უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის დროს და ბავ­შვე­ბი სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩნენ. განაგრძეთ კითხვა: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე