გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივლისს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალეს, მიხეილ მესხის, წულაურების და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მსხალდიდი, ნახშირგორა, ლისი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.