საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის შეკრებას კაბო-ვერდესთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.
შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ცნობილია, რომ ამჯერად ვილი სანიოლმა გუნდის ლიდერები არ გამოიძახა და კაბო-ვერდეს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრები ქუთაისში მესამედ ითამაშებს. პირველ შეხვედრაში, 2001 წელს აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხეს, მეორედ კი, 2017 წელს ფრედ (2:2) დაასრულეს მატჩი ბელარუსის ნაკრებთან – ორივე ეს შეხვედრა ამხანაგური იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და კაბო-ვერდეს მატჩზე ყველა ბილეთი გაყიდულია და ანშლაგი გარანტირებულია.