,,90 წლის იუბილე სტუდენტების გარეშე'' - გორის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი, ოთო მღებრიშვილი

,,90 წლის იუბილე სტუდენტების გარეშე'' - გორის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი, ოთო მღებრიშვილი

8 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება რეგიონი
პოსტი ნახა: 878

გორის სახელმწიფო უნივერისტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტი, ოთო მღებრიშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამართულ, 90 წლის საიუბილეო ღონისძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის სტუდენტების გარეშე ჩატარდა და მათ ამის შესახებ არაფერი აცნობეს.

  მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ უნივერისტეტის რექტორმა, ალექსანდრე მღებრიშვილმა, დააჯილდოვა პირები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებაში ,,შემოვლით” ხასიათს ატარებდნენ და არა ისინი, ვინც სტუდენტების განათლებაზე ზურნავენ.

როგორც უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ სურათებში ჩანს, ღონისძიებას არ ესწრებიან გორის სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტები.

“ 90 წლის იუბილე სტუდენტების გარეშე და ჰალსტუხიანი ხელისუფლების წარმომადგენლები. მივმართავ უნივერისტეტის ადმინისტრაციასა და მის ,,შიკრიკებს” , რატომ მალავთ სტუდენტებს და არ იწვევთ მათ ასეთ ღონისძიებებზე!?. 

ბევრი საამაყო და განათლებული ახალგაზრდა სწავლობს სახელმწიფო უნივერისტეტში და სირცხვილია, როდესაც დარბაზი შევსებულია ადმინისტრაციისთვის საჭირო ხალხითა და ანტიდემოკრატიული კანონის მხარდამჭერებით. ვისითაც საზრდოობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სწორედ ისინი არ ესწრებიან ამ ღონისძიებას! 

 ჯილდოებს გადასცემთ  პირებს, რომლებიც უბრალოდ ,,შემოვლით” ხასიათს ატარებენ უნივერისტეტში და არა იმათ, ვინც სტუდენტების განათლებაზე ზრუნავენ და ყოველდღე 80 კმ გადიან.

 პ.ს. აღარ ვსაუბრობ უნივერსიტეტის თვითმმართველობაზე, რომელიც პოლიტიკური ,,ჭოგრიდან” იყურება”. - ამბობს, სამართლმცოდნეობის სტუდენტი და ჟურნალისტი, ოთო მღებრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მარიამ ლაშხი და გიორგი გაბუნია „საიუბილეო სამახსოვრო მედლით" დააჯილდოვა. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ სტუდენტებს, - 19 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს და 20 წლის თათია აფრიამაშვილს, მესამე სტუდენტი მაგდა მამუკაშვილი კი 4000 ლარით დააჯარიმეს. ბრალდების მხარე მათ დეპუტატის შეურაცხყოფას ედავებოდა.

 საიუბილეო სამახსოვრო მედალი რექტორმა გაბუნიასა და ლაშხს გორის უნივესიტეტის დაარსებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე გადასცა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ახლადდანიშნული განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი და "ქართული ოცნების" დეპუტატი პარლამენტში გიორგი სოსიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე