აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება ზაიედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებენ“.
საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინშიც.