აბუ-დაბიში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი უცხოელი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ დრონის მოგერიების შემდეგ ნამსხვრევები ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩამოვარდა.
„ინციდენტის შედეგად პაკისტანისა და ნეპალის ექვსმა მოქალაქემ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო“, - ნათქვამია აბუ-დაბის მედია ოფისის განცხადებაში.