ადიგენში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა

ადიგენში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის ბიჭი დაიღუპა

7 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 192

ადიგენში, სოფელ არალთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი საფეხბურთო გუნდ „ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

„10-მდე ბავშვი შემოიყვანეს. ერთს, 15 წლისას სასიცოცხლო მაჩვენებლები არ ჰქონდა. დანარჩენ ბავშვებს არცერთს არფერი არ სჭირს“, - განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა, ვახტანგ შალამბერიძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე