ადვოკატი აქციებზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს

ადვოკატი აქციებზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს

8 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 314

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, საერთოდ ვერ ხედავს მარცხენა თვალიდან. 

კონსტანტინე კოკაიამ თვალის არეში დაზიანება 4 ოქტომბრის აქციაზე მიიღო. 

ამასთან, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც კონსტანტინე კოკაიას სატელეფონო საუბრის, ან პაემნის უფლება ექნება შეზღუდული, თუმცა ის ამ დრომდე ვერ უკავშირდება ოჯახს ციხიდან, რაც ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ "თვითონ ციხის ფარგლებში ხდება ეს შეზღუდვა". ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ბატონ კონსტანტინე კოკაიას აქვს გულის სერიოზული პრობლემები, რასაც ადასტურებს არაერთი სამედიცინო დოკუმენტაცია. ასევე, 4 ოქტომბერს, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მან თვალის არეში მიიღო დაზიანება, მარცხენა თვალში, როგორც მინიმუმ მკვეთრად აქვს გაუარესებული მხედველობა, ყოველ შემთხვევაში მისი განმარტებით იგი საერთოდ ვერ იხედება მარცხენა თვალის საშუალებით. უშუალოდ გამომძიებელთან საუბრისას, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ექნება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს შეზღუდული სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება, ან პაემნით სარგებლობის უფლება, ან რაიმე სხვა, თუმცა ამ დროისთვის ბატონი კონსტანტინე ვერ სარგებლობს სატელეფონო საუბრის უფლებით, ვერ რეკავს ციხიდან, ვერ ურეკავს თავის ოჯახის წევრებს და ეს იმაზე უფრო გვაფიქრებინებს, რომ თვითონ ციხის ფარგლებში ხდება ეს შეზღუდვა," - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ. 

ცნობისთვის, სინდისის პატიმარმა რამდენიმე საათის წინ შვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც წერდა, რომ ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე