ადვოკატი - ილია ღუდუშაური ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, როგორც ვიცი, ჯერ ჩვენება არ აქვს მიცემული და აპირებს თუ არა, ბრალის წარდგენის შემდეგ გადავწყვეტთ
💬 „იყო პირველადი შეხვედრა და კონტაქტი, ზოგად თემებზე ვისაუბრეთ მხოლოდ. ჯერ არ ვიცი, რას ედავებიან, რადგან ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს, შესაბამისად, საქმის მასალები არ გადმოუციათ ჩემთვის და ამიტომ დეტალურად ვერაფერს გეტყვით, თუ რას ედავებიან ან რა მტკიცებულებებია მის წინააღმდეგ. დაველოდოთ ბრალის წარდგენას და მერე უფრო დეტალურად მოგახსენებთ.
[დაკავება] ზოგადად მის სამსახურებრივ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, დაკავება უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს. როგორც ვიცი, მას ჯერ ჩვენებაც არ აქვს მიცემული. როგორც ვიცი, ფინანსურის საგამოძიებო სამსახურში დააკავეს. როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობდა ამ საქმეზე, თუმცა გამოკითხული არის თუ არა და რამდენჯერ, ეს დეტალები არ გაგვივლია ახლა, ამ შეხვედრაზე, მაგრამ გუშინ, როგორც ვიცი, ფინანსურის საგამოძიებოს შენობაში მოხდა მისი დაკავება საღამოს“, - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.
ადვოკატი - ილია ღუდუშაური ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება, როგორც ვიცი, ჯერ ჩვენება არ აქვს მიცემული და აპირებს თუ არა, ბრალის წარდგენის შემდეგ გადავწყვეტთ
პოსტი ნახა: 25
მსგავსი სიახლეები
22 საათის წინ