უწყებიდან გამოსვლის შემდეგ ტყეშელაძემ განაცხადა, ხაბეიშვილი თავს მხნედ გრძნობს.
მისივე განმარტებით, დაკავებულ ოპოზიციონერ ლიდერს ბრალს ოფიციალურად დღეს, 16:00 საათზე წაუყენებენ.
„ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ საქმეს სამართალთან არ აქვს კავშირი. რას შეთითხნიან და დაწერენ, ამას კავშირი არ აქვს სამართალთან. ლევან ხაბეიშვილი იმიტომ დააკავეს, რომ სუს-ი შეშინებულია, ე.ი. მშვიდობიანი დამხობა შესაძლებელია და ამიტომაც დააკავეს მთავარი მედროშე, ლევან ხაბეიშვილი - ამ ყველაფერს ამბობს ის, რასაც მე ვსაუბრობ. ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან კარგად გრძნობს, ძალიან მხნედ არის. საქმეც ვერ შეკერეს, სისულელე გამოიგონეს, რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ადამიანი დაეკავებინოს. ისინი შეშინებული არიან, მშვიდობიანი დამხობის ეშინიათ. ყველას მოუწოდებს, თუ ვინმე იტყვის, შეუძლებელია, 4-ში არ გამოვა და „ბლა, ბლა“, შეხედონ, ხაბეიშვილი დააკავეს იმის გამო, რომ იბრძოდა, მან თავი გადადო“, - განაცხადა ტყეშელაძემ.