ადვოკატი - ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს

ადვოკატი - ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს

14 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 620

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კურტანიძის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა განაცხადა, ბრალდებულს დიდი პროვოკაცია მოუწყვეს და მას არავისზე უძალადია.

„ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ ეს დიდი პროვოკაციის შედეგია, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. კურტანიძე ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანას ცდილობენ საზოგადოებაში. ამას საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში, ამა თუ იმ ფორმით აწყდებოდა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებების მიმართ თავდასხმებს სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ერთ-ერთი მსხვერპლი, მისი ყოფილი მეუღლე გამოიყენეს, რომელთანაც ცნობილი იყო, რომ კურტანიძეს პრობლემები, დავა ჰქონდა. ეს ეფექტურად გამოიყენეს და პატარა წარმატებას ამ კუთხით მიაღწიეს, ახლა კურტანიძე საპატიმროში იმყოფება და ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

მინდა მისი ყველა გულშემატკივარი, ყველა ის ადამიანი დავამშვიდო, ვინც თვლის, რომ ლუკა კურტანიძე არათუ ქალებზე მოძალადეა, არამედ მთელი ცხოვრება ადამიანების სიყვარულში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში გაატარა, ის ყველა შედეგი და წარმატება, რაც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე მოუტანა, სწორედ ამ სიყვარულისა და ამ ადამიანობის შედეგი იყო, რაც მას საკუთარ ქვეყანასთან და ადამიანებთან აკავშირებს. ის ამ მძიმე პროვოკაციების მსხვერპლი აღმოჩნდა ამ ძალების მხრიდან. ლუკა განიცდის იმას, რომ მისი ყოფილი მეუღლე, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში გადაჰყვა, გამოყენებული იქნა. ის საკუთრებაც, რომელზეც დავაა, ლუკას მხრიდან ჩუქების ხელშეკრულებით იყო ნახევარი ამ ქალბატონისთვის გადაცემული, არამხოლოდ ეს ქონება, წყნეთში, რა ქონებაც გააჩნია - სახლი, ბორჯომში სახლი - გადაჰყვა თან, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამ ქალბატონს სხვა განზრახვები და სხვა რამ ამოძრავებდა, დისტანცირდა, მოსთხოვა, რაც მოტყუებით გადაიფორმა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დავა მიმდინარეობდა. მისმა მტრებმა ეს ძალიან ეფექტურად გამოიყენეს, გაიგეს ლუკას ეს სუსტი წერტილი და ყველანაირად მომზადებული მივიდნენ, პროვოკაცია მოუწყვეს“, - განაცხადა მეფარიშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ მოაწყო პროვოკაცია, ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს ქალბატონი პროვოკატორად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა“.

წაიკითხეთ სრულად: 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე