აეროპორტის მიმდებარედ მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა

აეროპორტის მიმდებარედ მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა

5 საათის წინ
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 168

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კოპიტნარში, აეროპორტის მიმდებარედ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად მძღოლი დაშავდა. როგორც ირკვევა, ის შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე