აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება - ცნობილია მარშრუტები და განრიგი

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება - ცნობილია მარშრუტები და განრიგი

16-04-2025 21:48
კატეგორიები: საზოგადოება

“აღ­დგო­მის დღე­ებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი მო­ქა­ლა­ქე­ებს უფა­სოდ, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი დრო­ით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

კახა კა­ლა­ძის თქმით, 20-21 აპ­რილს სა­ქა­ლა­ქო სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცხრა დრო­ე­ბი­თი მარ­შრუ­ტი და­წეს­დე­ბა და 08:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე, აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ებს უფა­სოდ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„გვი­ახ­ლოვ­დე­ბა აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­უ­ლი - ტრა­დი­ცი­უ­ლად, აღ­დგო­მის ღა­მეს, თბი­ლი­სის მეტ­რო გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი დრო­ით იმოძ­რა­ვებს. მო­ქა­ლა­ქე­თა შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით, მეტ­რო 21 აპ­რი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე იმუ­შა­ვებს, 20 აპ­რი­ლის 23:00 სა­ა­თი­დან 21 აპ­რი­ლის 04:00 სა­ა­თამ­დე კი მი­წის­ქვე­შა ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა უფა­სო იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ზღვრებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ქა­ლა­ქო სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რავ ავ­ტო­ბუ­სებს, 20-21 აპ­რილს და­წეს­დე­ბა ცხრა დრო­ე­ბი­თი მარ­შრუ­ტი - ავ­ტო­ბუ­სე­ბი მგზავ­რებს 08:00-დან 20:00 სა­ა­თამ­დე სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, უფა­სოდ გა­და­იყ­ვა­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი იმოძ­რა­ვებს მეტ­რო­სად­გურ „მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის“, „დე­ლი­სის“, „სა­რა­ჯიშ­ვი­ლის“, „ვარ­კე­თი­ლის“, „სად­გუ­რის მო­ედ­ნის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და „დი­დუ­ბის“ ზედა გა­სას­ვლე­ლი­დან. ასე­ვე, ბე­სა­რი­ონ ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩი­დან და ვარ­კე­თი­ლის III მა­სი­ვი­დან, კერ­ძოდ, შუ­ამ­თი­სა და აბაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თი­დან.

პოსტი ნახა: 229


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე