ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

2 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 162

“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, დღეს, 19 აგვისტოს, ახალციხეში, აბასთუმნის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა.

მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. 

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ ინფორმაციით - „ადგილზე მისულ დახმარების ჯგუფს ავტომობილში შუახნის მამაკაცის გვამი დახვდა“.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით გვამი უკვე ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი. მისი ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ტრამვა არ აღენიშნება.

შსს–ს განმარტებით, გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:10 საათზე მოხდა. 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე