ახალციხეში, N5 საჯარო სკოლასთან ბიჭი მანქანას შეეჯახა

ახალციხეში, N5 საჯარო სკოლასთან ბიჭი მანქანას შეეჯახა

6 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 397

თვითმხილველების ინფორმაციითთ, N5 საჯარო სკოლასთან, მოსწავლე გზაზე გადარბოდა, რა დროსაც მიმავალ მანქანას გვერდიდან შეეჯახა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა.

„ნელა მივდიოდი, ბავშვი სკოლიდან გამოიქცა და მანქანის კარზე შემეჯახა“,- ამბობს მძღოლი.

იგივეს ამბობენ თვითმხილველებიც: „ბავშვმა გადაირბინა“.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სკოლის დირექტორი, ინგა ვარდიძეც, რომელმაც ჯურნალისტებს უთხრა, რომ მოსწავლე კარგადაა. 

ბავშვი ახალციხის კლინკა „იმედში“ გადაიყვანეს.

როგორია პაციენტის მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

წყარო: https://sknews.ge



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე