ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

30-04-2025 15:29
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 500

ახალციხეში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ჯგუფები.

მეზობლების განმარტებით, ცეცხლის კერა სააბაზანო ოთახში გაჩნდა და ხის ჭერზე გადავიდა.

ერთ–ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლთან მიდგმულ შენობაში გაჩნდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"სათავსოში ბავშვებმა ქაღალდით ცეცლი დაანთეს და წავიდნენ, ამიტომ გაჩნდა ხანძარი",  – ამბობს შუახნის ქალი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

წყარო: https://sknews.ge



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე