ახალციხის ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ახალციხის ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

06-05-2025 14:48
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახალ­ცი­ხე­ში, სა­დაც კერ­ძო ბაგა-ბაღ­ში ორი წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს ეძი­ნა, რო­დე­საც აღ­მზრდელ­მა და­ხე­და და გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზის დად­გე­ნა­ზე ექ­სპერტ-კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ად­გი­ლობ­რი­ვი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს.

მოხ­და ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია, რისი გად­მო­ცე­მა სი­ტყვე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. ორი წლის ბავ­შვის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა არის უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი. რომ იტყვი­ან, ყვე­ლა გულ­გა­პო­ბი­ლე­ბი ვართ, ვინც ამ ბავ­შვის მშობ­ლებს ან ამ ბაგა-ბა­ღის აღ­მზრდე­ლებს თუნ­დაც შო­რი­დან იც­ნობს. ასეთ ტრა­გე­დი­ა­ზე ლა­პა­რა­კიც კი ძა­ლი­ან მძი­მეა. იმედია ამ ტრაგედიაში წინასწარ არავის დაადანაშაულებენ. აღნიშნულ ბაგა-ბაღი თითქმის 10 წელიწადია მუშაობს ახალციხეში და ამდენ ხანს ვერ იმუშავებდა, გაუფრთხილებელი აღმზრდელები რომ ჰყავდეს. ერთხანს ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვიც კი დაჰყავდათ ამ ბაგა-ბაღში. ცხადია, არ მიიყვანდნენ, გაუფრთხილებლობის რაიმე ნიუანსი რომ დაფიქსირებულიყო. 

- ამას გამოძიება დაადგენს, თუმცა, ამხელა ტრაგედიას თავისი მიზეზი აუცილებლად აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, დაძინებულთან აღმზრდელი მივიდა და გარდაცვლილი დახვდა.

- საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო, ყველაფერი საბედისწეროდ სწრაფად მოხდა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს გარდაცვალების მიზეზი რა იყო. ამ პატარა ანგელოზ ბიჭს რაიმე ინფექცია ჰქონდა თუ სხვა დაავადება. გამძლეობა მინდა ვუსურვო უპირველესად მის მშობლებს და ახლობლებს. არავის არასოდეს ვუსურვებ მსგავსი ტრაგედიის თუნდაც მოწმე გახდეს. ნათელი პატარას სულს.

წყარო: https://kvirispalitra.ge 

ტელეოკომპანია "თრიალეთის" გუნდი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი პატარას ოჯახს.

პოსტი ნახა: 1466


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე