ახმეტაში, თანასოფლელებს შორის სუფრაზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - დაჭრილია მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეც

ახმეტაში, თანასოფლელებს შორის სუფრაზე დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა - დაჭრილია მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეც

12-05-2025 14:09
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 614

ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

დაჭრილია თავად სავარაუდო დამნაშავე, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევა ახმეტაში, ე.წ. წყაროების ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მოკლულიც და სავარაუდო დამნაშავეც სოფელ ქისტაურის მკვიდრნი არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე ერთ სუფრასთან იმყოფებოდა, როცა მათ შორის კონფლიქტი დაიწყო.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდაპირველად რამაზ ლეფსვერიძეს ესროლეს, რის შემდეგაც მან ჯაბა კვიცაშვილს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

მომხდარის მიზეზებს პოლიცია სწავლობს. მიმდინარეობს გამოძიება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე