ალეკო ელისაშვილი - ერთმანეთს არიან დარეულები - ღარიბაშვილის კლანის დაჭერა უნდათ

ალეკო ელისაშვილი - ერთმანეთს არიან დარეულები - ღარიბაშვილის კლანის დაჭერა უნდათ

16 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 410

ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევა და რამდენიმე პირის დაჭერა, სინამდვილეში არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევა და დაჭერა. ერთმანეთს არიან დარეულები, - ამის შესახებ კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სუს-ის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილისა და კიდევ ორი პირის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა“.

„თავდაცვის სამინისტროში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ეს დაჭერები, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაფლანგვასა და კორუფციას არ უკავშირდება. ეს შიდა კლანური ბრძოლაა. „ქართული ოცნება“ კრიზისშია. იქიდან ევროკავშირის ძალიან მკაცრი პოზიცია გაირკვა, აქედან აშშ-ის ადმინისტრაცია ამათ არ ეკონტაქტება, ფაქტია. არიან კრიზისში და ერთმანეთს დაერივნენ. ბურჭულაძის წინააღმდეგ შეტევები და ეს დაჭერები, სინამდვილეში, არის ღარიბაშვილის გარემოცვის წინააღმდეგ შეტევები და დაჭერები. ერთმანეთში რომ არიან დარეულები, მაგას ნიშნავს და მეტს არაფერს. თავდაცვის სამინისტრო, კორუფცია, კორუფციასთან ბრძოლა არაფერ შუაშია. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება და უნდათ ღარიბაშვილის კლანის დაჭერა, დაძირვა და არიან ერთმანეთს დარეულები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე