ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძე 9 წუთში გვყავდა საოპერაციო მაგიდაზე - კლინიკის ექიმს პირადად დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი - ქირურგებს ხელთათმანები უკვე ეკეთათ, ექიმს ფეხსაცმელიც არ ეცვა, „ნასკებით“ იყო

ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძე 9 წუთში გვყავდა საოპერაციო მაგიდაზე - კლინიკის ექიმს პირადად დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი - ქირურგებს ხელთათმანები უკვე ეკეთათ, ექიმს ფეხსაცმელიც არ ეცვა, „ნასკებით“ იყო

6 საათის წინ
პოსტი ნახა: 253

კლინიკის ერთ-ერთი მთავარი ექიმი ჩემი მეგობარია. დავურეკე, სასწრაფოდ საოპერაციო დამახვედრონ-მეთქი. ქირურგებს ხელთათმანები ეკეთათ უკვე, ექიმი საოპერაციოდან რომ გამოვიდა, ფეხსაცმელი არ ეცვა, „ნასკებით“ იყო. 9 წუთში გვყავდა [თორნიკე რიჟვაძე] საოპერაციო მაგიდაზე, - ამის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მას თორნიკე რიჟვაძემ ტელეფონზე თავად დაურეკა, თუმცა, არაფერი უთქვამს, რის შემდეგაც მასთან ოთახში შევიდა და ის დაჭრილ მდგომარეობაში დახვდა.

ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მას რიჟვაძემ გასროლამდე დაურეკა.

„სახლიდან „112“-ში ორჯერ დავრეკე, ოპერატორი დაკვებულია, დაელოდეთო. როგორ დაველოდებოდი? მერე ვიფიქრე, მარტო დამეძრა [თორნიკე], მაგრამ ეს მოწყვეტილი კაცი რა ყოფილა.

300 გრამიც რომ დამატებოდა [სისხლის დაკარგვა]... ნეტა მაისური ცმოდა, შედიხარ, თეთრ კანზე ამხელა სისხლის ლაქა....

ჩემი აზრით, როცა დამირეკა, ნასროლი არ ჰქონდა, როგორც კი შევედი, გათიშული იყო, ნასროლზე ვერ დარეკავდა, როგორც მითხრეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

საქართველოს პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება

სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე