ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს

ალექსი ახვლედიანი - თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 173

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალიან ბევრი ნიუანსის გამო არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.

„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ალბათ, ინტერვიუს მიცემას აპირებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, საქართველოდან წასვლას რიჟვაძე არასდროს აპირებდა.

„ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, - განაცხადა ახვლედიანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე