ამ წუთებში გორში ორ ადამიანს ესროლეს - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ამ წუთებში გორში ორ ადამიანს ესროლეს - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

28-04-2025 12:02
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 2367

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ორ ადამიანს ესროლეს. არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა ერთი კი დაიჭრა. როგორც თრიალეთის გადამღებ ჯგუფს შემთხვევის ადგილას განუცხადეს, ცეცხლი მამა - შვილს გაუხსნეს. ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილისა და დაჭრილის ვინაობა ცნობილია, ისინი გიორგი და დათო ცაციაშვილები არიან. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში გამოვლენილია ეჭვმიტანელიც, სერგო ახალკაცი, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე