ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა.  მისი თქმით, ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურს იძიებს.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 26

ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს და ჩვენც მათ გულში დანით დავჭრით, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანი აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურს იძიებს.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების რეაქცია გაცილებით ძლიერი იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ უბრალოდ ვერ დაგვარტყამენ და გაიქცევიან“, - აღნიშნა ლარიჯანმა, რომელიც ირანში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი მთავარი პირია და ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო.

მისი თქმით, მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი შევლენ.

ლარიჯანის თქმით, ირანმა რეგიონის ლიდერები დაარწმუნა, რომ მათთან ომი არ სურს, მაგრამ გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკული ბაზების მიზანში ამოღებას.

„ერთხელ და სამუდამოდ ცხადი უნდა გახდეს, რომ ამერიკელებს არ შეუძლიათ ირანელი ერის დაჩაგვრა“, - განაცხადა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანი დარტყმებს განაგრძობს, შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად უპასუხებს.  „ირანმა განაცხადა, რომ ისინი დღეს ძალიან ძლიერ დარტყმას განახორციელებენ, ისე ძლიერს, როგორც არასდროს. თუმცა, უმჯობესია ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ მათ ისეთი ძალით დავარტყამთ, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თემქის დასახლებაში მდებარე პარკში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე - 2008 წელს დაბადებულ მ.ჭ-ს შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე