2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ნენე გაბლაია სასამართლომ სამართალდამრღვევად სცნო.
მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გაბლაიას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესები სხვადასხვა დღეს არის დანიშნული