მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილე გიორგი ჟამერაშვილი და რეზო დუმბაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე დავით მაკარიძემ მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000- 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს თბილისში, მსჯავრდებულ მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა. დემონსტრანტები თავდაპირველად თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს. მარშის 13 მონაწილე სამართალდამცავებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. დაკავებულებიდან 5 ქალია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული პირების ნაწილს პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, ნაწილს კი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.