არჩილ გორდულაძე - ადამიანის მიმართ სანქცია ეჭვის საფუძველზე გამოიყენო და შენს ქვეყანაში დასეირნობდეს დამნაშავე კეზერაშვილი, ყოველგვარ ზღვარს გადასულია

არჩილ გორდულაძე - ადამიანის მიმართ სანქცია ეჭვის საფუძველზე გამოიყენო და შენს ქვეყანაში დასეირნობდეს დამნაშავე კეზერაშვილი, ყოველგვარ ზღვარს გადასულია

03-04-2025 18:07
კატეგორიები: პოლიტიკა

როცა მოსამართლეების მიმართ გადაწყვეტილებას ეჭვის საფუძველზე იღებენ, ამას საერთო არ აქვს არც სამართალთან და არც სამართლიანობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ადამიანს იმასაც ვერ უმტკიცებ, რა დააშავა, მაგრამ „სასჯელს“ უსჯი, ეს დასავლურ სტანდარტებს, რაზეც დასავლური ცივილიზაცია უნდა იდგეს, ეწინააღმდეგება.

„ადამიანის მიმართ სანქცია ეჭვის საფუძველზე გამოიყენო და შენს ქვეყანაში დასეირნობდეს დამნაშავე კეზერაშვილი, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ყოველგვარ ზღვარს გადასულია“, – განაცხადა გორდულაძემ.

პოსტი ნახა: 246


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე