არჩილ გორდულაძე - ქურდს ქუდი ეწვისო - მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა!

არჩილ გორდულაძე - ქურდს ქუდი ეწვისო - მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა!

23-12-2024 15:15
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 923

ქურდს ქუდი ეწვისო - მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ აქციები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარეობს, თურმე „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული ყოფილა! - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გაკეთებული პოსტის კომენტირებისას განაცხადა.

გორდულაძე სააკაშვილის პოსტს „წამოცდენას“ უწოდებს.

„არსებობს კარგი ქართული ანდაზა - ქურდს ქუდი ეწვისო. მიხეილ სააკაშვილს სწორედ ასეთი წამოცდენა ჰქონდა. როცა მიხვდნენ, რა წამოცდა სააკაშვილს, სტატუსი სასწრაფოდ გაასწორებინეს. ახლა უნდათ ასწორონ, უნდათ გაიტანონ და უნდათ შემოიტანონ თავიანთი ფალავანი, რომელიც დიღმის მასივში, ქალაქის შემოსასვლელშია წამოკოტრიალებული. ამ ადამიანმა რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს, საერთოდ აზრს მოკლებულია. დამსგავსებულია ბოროტ მასხარას, რომელიც აღარც იღებს დავალებებს პატრონისგან და ცდილობს, როგორმე თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, მეც აქ ვარ, არ დაგავიწყდეს, ხალხოო.

ქართველ ხალხს კარგად აქვს გააზრებული, რა ძალა ებრძვის ქვეყანას და როგორია საქართველოს საწინააღმდეგოდ მომართული ინტერესები. ამ ინტერესების ერთ-ერთი გამტარებელი, ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილია, თავისი წამოცდენებით. ეს ადამიანი ფორმიდან ამოვარდა და პატრონების დავალებებს, როგორც ჯაშუშს შეეფერება, კარგად ვეღარ ასრულებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციებთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“. მოგვიანებით, სააკაშვილმა პოსტი შეასწორა და აღნიშნა, რომ აქციებთან დაკავშირებით „მისი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა“.



მსგავსი სიახლეები

16 საათის წინ
17 საათის წინ
17 საათის წინ

იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ევროკავშირთან ამჟამად არსებული ისეთი მონაპოვარი, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე