არსებული ინფორმაციით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 126

სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის, აქტივისტების დაკავებას არ ადასტურებენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი გამთენიისას დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიამ მეყანწიშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

კონკრეტულად, თუ რას ედავებიან დაკავებულებს, ეს ჯერ უცნობია.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე