არსებული ინფორმაციით, გორში სუპერმარკეტ "ჯინოს" მფლობელის მანქანა დაცხრილეს

არსებული ინფორმაციით, გორში სუპერმარკეტ "ჯინოს" მფლობელის მანქანა დაცხრილეს

08-07-2025 23:46
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 2661
არსებული ინფორმაციით, გორში სუპერმარკეტ "ჯინოს" მფლობელის მანქანა დაცხრილეს. შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გასროლა ავტომანქანიდან განხორციელდა. დამტვრეულია კიდევ ერთი მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ თავდამსხმელები ინერციით დაეჯახნენ. 
 
ადგილბრივებმა გამოცემა "ქართლის ამბებითან" განაცხადეს რომ დაახლოებით 8 გასროლის ხმა გაიგეს.  
 
ამავე პერიოდშ გორის ჰოსპიტალში 20 წლამდე ასაკის ბიჭი მოათავსეს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი. რა ვითარებაში მოხდა დაჭრის ფაქტი ან კავშირშია თუ არა სადგურის დასახლებაში მომხდარ სროლასთან ამ მომენტისთვის უცნობია.
 
თრიალეთი დამატებითი ინფორმაციის გარკვევას შსს-სთან ცდილობს.
 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე