მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა მამაკაცი, სავარაუდოდ, საქმრო დაჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან ერთად იმყოფებოდა, რისი გაგების შემდეგაც, ადგილზე მისი საცოლე მივიდა და მამაკაცი დანით დაჭრა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.