აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო გემზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 80 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას შრი-ლანკას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შრი-ლანკას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაშველებმა ქვეყნის სანაპიროსთან ჩაძირული ირანული სამხედრო ხომალდის Iris Dena-ს ეკიპაჟის 80 წევრის ცხედარი იპოვეს.
მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.
გემის დოკუმენტაციის თანახმად, სულ, ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ირანული სამხედრო გემი აშშ-ის წყალქვეშა სამხედრო ნავიდან განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩაიძირა.