აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი, დიოსდადო კაბელო გააფრთხილა, რომ შესაძლოა შემდეგი სამიზნე გახდეს და ნიკოლას მადუროს ბედი გაიზიაროს, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებასა და წესრიგის შენარჩუნებაში არ დაეხმარება.

07-01-2026 14:25
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 83

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრს აფრთხილებს, რომ მოქმედ პრეზიდენტს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი, დიოსდადო კაბელო გააფრთხილა, რომ შესაძლოა შემდეგი სამიზნე გახდეს და ნიკოლას მადუროს ბედი გაიზიაროს, თუ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს აშშ-ის მოთხოვნების შესრულებასა და წესრიგის შენარჩუნებაში არ დაეხმარება.

ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ კაბელომ, რომელსაც რეპრესიებისა და როდრიგესთან დაპირისპირების ისტორია აქვს, შესაძლოა, ვენესუელის გარდამავალ პერიოდში ვითარების გართულება გამოიწვიოს.

„ეს კანონის აღსრულების ოპერაციაა და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია“, - განუცხადა გამოცემას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

ასევე, გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის სამიზნეების სიაში ვენესუელის თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ პადრინოც შედის, რომელსაც, კაბელოსთან ერთად, აშშ-ის მიერ ნარკოტრეფიკინგის ბრალდება აქვს წაყენებული.

ვენესუელაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა აშშ-ის მიერ ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივსაცემად შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
მეუფე ზენონი - ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ.  ქრისტეს შობა „რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული“ არ არის.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე