აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყში მყოფ ირანელ ქურთებს მოუწოდა, ირანზე თავდასხმები განახორციელონ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.  სააგენტოს ინფორმაციით, ირანელი ქურთების ძალების მეზობელი ერაყიდან ირანში შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა Reuters განუცხადა:  „ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, მე ამას მხოლოდ მხარს დავუჭერდი“.

7 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 53

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერაყში მყოფ ირანელ ქურთებს მოუწოდა, ირანზე თავდასხმები განახორციელონ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ირანელი ქურთების ძალების მეზობელი ერაყიდან ირანში შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, ტრამპმა Reuters განუცხადა:

„ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ მათ ამის გაკეთება სურთ, მე ამას მხოლოდ მხარს დავუჭერდი“.

Reuters-ი წერს, რომ ტრამპმა ეს განცხადება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამწვავების ფონზე გააკეთა.

ისრაელმა დღეს განაცხადა, რომ თეირანში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმების ფართო ტალღა დაიწყო. ირანმა კი სპარსეთის ყურის ქალაქების დაბომბვა განაახლა. კატარის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ირანმა ღამით დრონებით იერიში მიიტანა აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდესი ბაზაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მტრის პოზიციებზე თავდასხმებს გააძლიერებენ და გააფართოებენ. მათივე მტკიცებით, ქვეყნის საჰაერო და საზღვაო ძალებმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვეს. დაბომბეს ისრაელის საჰაერო ძალების რამატ-დავიდის საჰაერო ბაზა და სარადარო სადგური მერონის მთაზე. „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ ასევე აცხადებენ, რომ დრონებით თავდასხმა განხორციელდა „ამერიკელი ტერორისტების ადგილსამყოფელზე“ ქუვეითში, ალ-ოდეირის ბანაკში და ამერიკელი სამხედროების შტაბ-ბინაზე ერაყის ქალაქ ერბილში.

Reuters-ი წერს, რომ ომის შვიდი დღის განმავლობაში ირანის სამიზნეები გახდნენ ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, კვიპროსი, თურქეთი და აზერბაიჯანი და რომ კონფლიქტი ინდოეთის ოკეანემდეც გავრცელდა, სადაც ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანის საზღვაო ხომალდი ჩაძირა.

„ეს ირანისთვის ეგზისტენციალური ომია, რომელმაც არჩევანი არ დაგვიტოვა გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ ამერიკული თავდასხმების წყაროს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ დღეს დელიში, Raisina Dialogue-ის კონფერენციაზე.

უსაფრთხოების წყაროების ცნობით, ხუთშაბათს ირანმა ერაყის ქურთისტანში ირანის ოპოზიციის ბანაკზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. ამასთან, Reuters-ი სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანელი ქურთების შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებთან კონსულტაციები გამართეს იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა დაესხან თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყანაში.

Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს მონაწილეობა იმის გადაწყვეტაში, თუ ვინ იქნება ირანის შემდეგი ლიდერი.

„ჩვენ მოგვიწევს ამ პირის არჩევა ირანთან ერთად. ჩვენ მოგვიწევს ამ ადამიანის არჩევა“, - აღნიშნა ტრამპმა.

Reuters-ი წერს, რომ ირანზე თავდასხმა „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტისთვის პოლიტიკური რისკია, რადგან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მცირე მხარდაჭერას აჩვენებს და ამერიკელები შეშფოთებულები არიან ენერგომომარაგების შეფერხებით გამოწვეული ბენზინის ფასების ზრდით. ტრამპმა, გამოცემასთან საუბარში უარყო, რომ ეს შეშფოთება არსებობს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა და ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებს ხელმძღვანელობს, ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აშშ-ს საკმარისი საბრძოლო მასალა აქვს დაბომბვის განუსაზღვრელი ვადით გასაგრძელებლად.

„ირანი იმედოვნებს, რომ ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ, რაც ნამდვილად შეცდომაა. ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგი სავსეა და ჩვენი ნება ურყევია“, - განუცხადა ჰეგსეთმა ჟურნალისტებს ფლორიდაში, ცენტრალური სარდლობის შტაბ-ბინაში.

ქარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლით მოძრავი 21 წლის მამაკაცი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.  მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს მცირე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე