აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) სამიზნეებზე მასშტაბური დარტყმები განახორციელეს,- ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება.  სარდლობის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების ბრძანება შაბათს გასცა, 13 დეკემბერს სირიაში აშშ-ის ძალებზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ.

11 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 57

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონში აშშ-ისა და პარტნიორი ძალების დაცვის მიზნით განხორციელდა.

„ჩვენი გზავნილი კვლავ ძლიერია: თუ ჩვენს მებრძოლებს დააზარალებთ, ჩვენ გიპოვით და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოვახდენთ თქვენს ლიკვიდაციას, რაც არ უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ მართლმსაჯულებას“, - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.

ოფიციალურმა პირმა CBS News-ს განუცხადა, რომ აშშ-მა და მისმა პარტნიორმა ძალებმა ოპერაციის დროს, რომელშიც 20-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა, 35-ზე მეტ სამიზნეს 90-ზე მეტი ჭურვი ესროლეს. მისი ინფორმაციით, დარტყმებში მონაწილეობა მიიღეს თვითმფრინავებმა, მათ შორის F-15E-ი, A-10-ი, AC-130J-ი, MQ-9-ი და იორდანიის F-16-ი ტიპის თვითმფრინავებმა.

დარტყმების ადგილმდებარეობა და დანაკარგების რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე