დღეს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსიც.
„ბათუმელების“ ინფორმაციით შემთხვევის შედეგად დაშავებული რამდენიმე პირი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. მათგან ერთი ბავშვი და ორსული ქალი. თვითმხილველების თქმით დაშავებულები გადაყვანის მომენტში კონტაქტურები იყვნენ და რაიმე მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით