ავტომობილში, რომელიც მტკვრიდან ამოიყვანეს, ერთი ცხედარია ნაპოვნი

ავტომობილში, რომელიც მტკვრიდან ამოიყვანეს, ერთი ცხედარია ნაპოვნი

04-03-2025 17:05
კატეგორიები: შემთხვევა

მეტეხის ხიდთან, მტკვარში, სადაც ავტომობილი ჩავარდა, 1 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ცხედარი მაშველებმა მას შემდეგ იპოვეს, როდესაც ავტომობილი მტკვრიდან რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს.

ამ ეტაპზე, უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

ავტომობილის ამოყვანის სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა.

პოსტი ნახა: 2006


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე