აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ირანიდან ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა - აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 30

ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთი დრონი ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე - შაქარაბადის სოფელში მდებარე სკოლის შენობის მახლობლად.

„მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რის შედეგადაც აეროპორტის შენობა დაზიანდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას. მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს საკითხი, მოგვაწოდოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასონებთან უკვე დაალაგეს ურთიერთობა? იმედი ნაკლებად გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან პოლიტიკის გადატვირთვა შეძლონ - ამ შეხვედრებით საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, კობახიძე ამ შემადგენლობას გაუშვებდა და თვითონ არ წავიდოდა?, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს გამოეხმაურა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
რუსებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყეს, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის ოლქის გუბერნატორზე ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „4 მარტის საღამოს, უპილოტო საფრენმა აპარატმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს დაარტყა, როდესაც ის ჩერნომორსკის პორტიდან გადიოდა. გემს სიმინდი გადაჰქონდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ“, - აღნიშნა კიპერმა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე