ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ - დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას

ბადრი ჯაფარიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ - დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას

10-10-2025 14:53
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 294

მისივე თქმით,ევროპარლამენტი რჩება ხალხის, სახელმწიფოს მტკიცე მხარდამჭერად.

„განვიხილეთ შექმნილი ვითარება, ის უმძიმესი ვითარება რაც ქვეყანაშია. შეფასებები სრულიად ადეკვატურია და შესაბამისი რეალობასთან, რომელიც ქვეყანაშია. ძალიან განიცდიან ამ მძიმე მდგომარეობას, ცხადია „ქართული ოცნების” ასეთი ავტოკრატიული მმართველობის პირობებში რაიმე პროგრესზე საუბარიც კი ზედმეტია. მცდელობაა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი გადარჩეს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციები ყველა იმ პირს უნდა ეხებოდეს, რომელიც დამნაშავეა ამ ავტოკრატიული რეჟიმის დამყარებაში, უდანაშაულო ადამიანების დევნაში. სანქციები არ უნდა შეეხოს ხალხს. ამ დელეგაციის მკაფიო აზრია, რომ თუ იქნება სანქციები, უნდა შეეხებოდეს კონკრეტულ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ ძალადობას.

საუბარი იყო 4 ოქტომბერზეც, რაც მოხდა სამწუხაროდ გამოყენებულია “ქართული ოცნების” მიერ. რეალურად, ხაფანგში გაება ის ხალხი, რომელიც რაღაცას ჰპირდებოდა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეებს. ვფიქრობ, ხაფანგში გაებნენ და ახლა კარგად იყენებს “ქართული ოცნება” მიზნების განსახორციელებლად”,- აღნიშნა ჯაფარიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე