ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა

ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო, მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა

22-07-2025 13:07
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 982

ბახმაროში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ კურორტთან დამაკავშირებელ გზებზე ნაშალი მიწა და ხე-ტყე ჩამოიტანა, რის გამოც გადაადგილება პრობლემური გახდა.

ამ დროისთვის ბახმაროსთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.

ბახმაროს გარდა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხსა და ცაგერში, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.



გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე