ბათუმი-ქობულეთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია

ბათუმი-ქობულეთის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია

6 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 436

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ქალი დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმედ ფასდება.

ავსტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულო. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: Ajaratv



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე