ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

09-06-2025 14:58
კატეგორიები: რეგიონი პოლიტიკა
პოსტი ნახა: 423

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სხდომა მიმდინარეობს პერიოდულად ხმაურია. სასამართლო დარბაზში მყოფი მზია ამაღლობელის მხარდამჭერები სხდომას პროტესტის ნიშნად ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ სხდომა უსამართლოდ მიმდინარეობს და მზია ამაღლობელი პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება.

„სოლიდარობა მზიას. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ეს სასამართლო არის არასამართლიანი, მოსამართლე არ არის ობიექტური. მოქალაქეებს სამართლიანი გადაწყვეტილება გვსურს. სტიკერის გაკვრა კი გამოხატვის თავისუფლებაა“, - აღნიშნეს მოქალაქეებმა.

მოსამართლის მარინა ფომაევას განცხადებით, სასამართლო დარბაზში ხმაური თუ არ შეჩერდება, სასამართლო პროცესი დაიხურება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე