ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესირამდენიმე საათია მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია გრძელდება.
აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სამოქალაქო აქტივისები იმყოფებიან.
პერიოდულად ისმის შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები და მხარდამჭერები ესწრებიან.
ამ დრომდე, დასკვნით სიტყვას, ადვოკატი მაია მწარიაშვილი წარმოთქვამს.